ევროპულმა
სპეცსამსახურებმა დაადგინეს ნორვეგიელი ტერორისტი, რომელმაც მომზადება იემენის
„ალ-ქაედაში“ გაიარა - იუწყება „ასოშეიტედ პრესი“. სპეცსამსახურების ცნობით, ახლა
ეს ადამიანი ტერორისტული ორგანიზაციისგან მითითებას ელოდება, რათა დასავლეთში
ტერაქტები განახორციელოს.
ევროპელს,
რომელმაც ისლამი მიიღო და ტერორისტთა ბანაკებში გაიარა მომზადება, ევროკავშირისა
და აშშ-ის ტერიტორიაზე გადაადგილება
მარტივად, ვიზის გარეშე შეუძლია. მისი სახელი არ ხმაურდება. ცნობილია მხოილოდ, რომ
ის სუფთა სისხლის ნორვეგიელია და 30 წლის არის.
ეჭვმიტანილმა
ისლამი 2008 წელს მიიღო და მალე რადიკალური შეხედულებების მიმდევარი გახდა. მან
„ალ-ქაედა“ არა მარტო თავისი ეროვნებით დააინტერესა, არამედ იმითაც, რომ არასოდეს
ყოფილა ნასამართლევი. მასზე ჯარიმაც კი არ არის გამოწერილი.
სპეცსამსახურები
უკვე მოსალოდნელი ტერქტების აღკვეთისთვის ემზადებიან, თუმცა რა საფრთხე იქნება ეს
და რა მეთოდებით აპირებენ ბრძოლას, არ ხმაურდება.
იემენელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ მათ აქვთ
ინფორმაცია ევროპელებზე, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ ბანაკებში
გადიან მომზადებას, თუმცა ნორვეგიელის შესახებ არაფერი სმენიათ.
internet.ge