GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დაზვერვის ფედერალურმა ბიურომ შეიარაღებულ ძალებში ასობით ისლამისტი აღმოაჩინა
18:42 26.06.2012
დღის სიახლეები

დაზვერვის ფედერალურმა ბიურომ, რომელიც აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარი მკვლელობების ფაქტებს განიხილავს, შეიარაღებულ ძალებში რადიკალური ისლამის ასობით მიმდევარი გამოავლინა. პოტენციური ტერორისტების შესახებ მონაცემები კონგრესს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წარედგინა, თუმცა საჯაროდ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

შემოწმება არა მარტო სამხედრო მოსამსახურეთა რიგებში, არამედ რეზერვისტთა, ასევე მათი ოჯახის წევრებს შორისაც ჩატარდა. შეისწავლეს კომპანიებიც, რომლებსაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტების საფუძველზე თანამშრომლობენ. შემოწმების შედეგების საფუძველზე დაწყებულია მასშტაბური გამოძიება დაახლოებით 10 ეჭვმიტანილის მიმართ, რომელთა მხრიდანაც მოსალოდნელი საფრთხე საკმაოდ სერიოზულად მიიჩნევა, რადგან დაზვერვის ფედერალური ბიუროს ხელთ არსებულ სიაში მოხვედრილ ადამიანებს ტერაქტების მზადებასა ან „საშიშ პირებთან“ კავშირებში ამხელენ.
როგორც „ლენტა რუ“ წერს, ამ მოხსენების შესახებ ირიბად დაადასტურა სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმა, რომელმაც განაცხადა, რომ „შოკირებული იყო ციფრებით“.

სამხედრო მოსამსახურეების შემოწმების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორი ამერიკელი სამხედროს  სასამართლო პროცესი დაიწყო, რომლებიც სხვა სამხედროების მიმართ ტერაქტების მზადებასა და განხორციელებაში იყვნენ ბრალდებულნი. ორივე მათგანი ისლამისტი აღმოჩნდა. საუბარია ნიდალ ჰასანზე, რომელმაც 2009 წელს სამხედრო ბაზა ფორტ-ჰუდზე 13 სამხედრო მოკლა. ასევე ნასერ ჯეისონზე, რომელიც აპირებდა ანალოგიური ტერაქტი ჩაედინა იმავე ბაზაზე. ჰასანის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ის უკვე დამნაშავედაა აღიარებული. სამხედროებს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრო1
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ2
დაზვერვის ფედერალურმა ბიურომ შეიარაღებულ ძალებში ასობით ისლამისტი აღმოაჩინა3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X