შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, მერეთში მომხდარ ინციდენტში
მონაწილე პირები დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, "2012 წლის 26 ივნისს, სოფელ
მერეთში მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას.
პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები:
ჭიღლაძე ლაშა, ოდიშვილი ალექსანდრე, კიკოლაშვილი ალექსანდრე და ბზიშვილი დავითი.
აღნიშნულმა პირებმა ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის
გამოც დაკავებულები არიან პოლიციის მიერ და გადაყვანილნი იქნებიან გორის
რაიონულ სასამართლოში.
internet.ge