ჰააგაში სპეცსამსახურებმა
დააკავეს დიპლომატი, რომელიც რუს მზვერავ ანა ჩაპმანთან თანამშრომლობდა.
ჰოლანდიელმა დიპლომატმა
რაიმონდ პ.-მ რუსულ დაზვერვასთან
თანამშრომლობის პერიოდში გერმანულ ქალაქ მარბურგში აგენტებს, რომლებიც ჩაპმანთან
იყვნენ კავშირში, 450 ფაილი საიდუმლო დოკუმენტები გადასცა.
დიპლომატი გერმანიაში
გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს. დაკავებული არ აღიარებს დანაშაულს და
გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც უარს ამბობს - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.
რუსი ჯაშუში ანა ჩაპმანი
2009 წელს აშშ-ში ცნობილი ჯაშუშური სკანდალის შედეგად გახდა ცნობილი. ის 2010 წელს
დააკავეს და რუსეთს
გადასცეს.
internet.ge