გროზნოში 19
წლის ყაბარდოელი გოგონა დააკავეს, რომელიც სამართალდამცავთა მტკიცებით
ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ არის „დავერბოვკებული“ და დაღესტანში
დივერსიებისთვის ემზადებოდა.
ჩეჩნეთის შს
მინისტრმა ეს ინფორმაცია პირადად დაადასტურა და განაცხადა, რომ დაკავებულისგან
ექსტრემისტული ლიტერატურა და ახლობლებისთვის განკუთვნილი წერილი ამოიღეს.
დაკავებული
ამტკიცებს, რომ დაღესტანში სასწავლებლად მიდიოდა - ადგილობრივ მედრესში მოსაწყობად
და ისლამის უფრო ღრმად შესასწავლად.
„დაღესტანში,
გოგონას თქმით, ის უნდა შეხვედროდა ვიღაც ქალს, რომელიც მას ისლამურ სასწავლებელში
წაიყვანდა. ამ ქალს ის პირადად არ იცნობს. გოგონამ ისიც თქვა, რომ ამის შესახებ
მისმა ახლობლებმა არაფერი იციან, მათ შორის, არც დედამ“ - ამბობენ შსს-ს
პრესსამსახურში.
რა ბედი ელის
დაკავებულს, უცნობია. ჩეჩენთის შს მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა,
გოგონა, „ახალგაზრდული გულუბრყვილობით, შეუგნებლად“ გახდა ექსტრემისტების სამიზნე.
Internet.ge