დაღესტნის
სოფელ კვანადაში სპეცოპერაციის აქტიური ფაზა დასრულებულია. შედეგად ლიკვიდირებულია
ბოევიკი და მისი მეუღლე.
ადგილობრივი
შსს-ს ცნობით სამართალდამცავებმა ადგილობრივ ბოევიკთა, ე.წ. ცუმადინსკის
დაჯგუფების ლიდერი ნაჟმუდინ ნაჟმუდინოვი მოკლეს. მის მეუღლეს, კი რომელმაც
სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით ძალოვნებს ასევე გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა,
საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
სპეცოპერაციის
დროს დაიღუპა ერთი პოლიციელიც, ორი კი დაიჭრა.
რუსეთის
კონტრტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ნაჟმუდინოვი მონაწილეობდა სამართალდამცავი
ორგანოების თანამშრომელთა გატაცებებისა და დაღესტნის „ფსბ“-ს წარმომადგენლის
მკვლელობაში 2010 წელს.
internet.ge