GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
11:44 28.06.2012
დღის სიახლეები
2012 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების  გიორგი ბოტკოველისა და მერაბ ბერიძის მიმართ. გიორგი ბოტკოველს ბრალი - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენასა და შენახვაში ედებოდა. მერაბ ბერიძეს კი ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღება წარედგინა.

საქმის მასალების მიხედვით:

წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გიორგი ბოტკოველმა, 2012 წლის 28 თებერვალს,  კვლავ ჩაიდინა ანალოგიური სახის დანაშაული და დაუდგენელ პირთან ერთად, ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში მცხოვრებ მერაბ ბერიძეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად 400 ლარი გადაუგზავნა,  გადაგზავნა "ლიბერთი ბანკის” საშუალებით განხორციელდა. ამავე წლის 29 თებერვალს,  შეთანხმებისამებრ მერაბ ბერიძემ  გიორგი ბოტკოველს თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ნარკოტიკული საშუალება - "მარიხუანა” გადასცა.   

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მათი დაკავება სწორედ გადაცემის მომენტში მოხდა. გიორგი ბოტკოველს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს. ნარკოტიკული საშუალება " მარიხუანა” ასევე ამოღებული იქნა მერაბ ბერიძის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, როგორც გიორგი ბოტკოველის, ასევე მერაბ ბერიძის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება " მარიხუანას” ოდენობა - განსაკუთრებითი დიდ ოდენობას შეესაბამება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ორივე ბრალდებულის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. მხარეთა შორის ბრალის აღიარების საფუძველზე გაფორმებული საპროცესო შეთანხმების თანახმად, საქალაქო სასამართლომ მერაბ ბერიძეს  7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული  5 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.  

რაც შეეხება გიორგი ბოტკოველს, მას  განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 7 წლის 11 თვის და 25 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც  მსჯავრდებული 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო  4 წელი 11 თვე და 25 დღე ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის 11 თვისა და 25 დღის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით.  
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ1
გონიო–სარფის მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა2
პატრიარქი გურამ ოდიშარიას მიმართავს3
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართულ ოცნებას" 13, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 8 დეპუტატი ეყოლება4
ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ზღულაძეს შეხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X