4
დნეპროპეტროვსკელ ტერორისტს, რომლებიც ზაპოროჟიეში, ხარკოვსა და დნეპტოპეტროვსკში
ტერაქტების ორგანიზებაში არიან ბრალდებულები, ერთ თვეში გაასამართლებენ. ეს
პერიოდი იმ 150-მდე ექსპერტიზას სჭირდება, რომელსაც გამოძიება ატარებს.
როგორც
უკრაინული „სეგოდნია“ იუწყება, აღნიშნული ჯგუფი აფეთქებებს კიევშიც გეგმავდა,
კონკრეტულად რომელ ობიექტზე, გამოძიება ჯერჯერობით არ ახმაურებს. ცნობილი გახდა
ისიც, რომ დაკავებულთაგან ერთი - ვიქტორ სუკაჩევი, დნეპროპეტროვსკის ნაციონალური
უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის პედაგოგია, მეორე - ვიტალი ფედორიაკი კი
იმავე კათედრის ასისტენტი.
აფეთქებების
სერია დნეპროპეტროვსკში 27 აპრილს მოხდა, რომლის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 30-მდე ადამიანმა. რამდენიმე დღეში უკრაინული მედია ტერაქტების შედეგად გარდაცვლილი 8 ადამიანის შესახებ იუწყებოდა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია.
internet.ge