ვაკეში, რადიანის ქუჩა # 7-ში მდებარე კერძო სახლში, ცოლ-ქმარი გარდაცვლილები იპოვეს. ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს პრესამსახურის უფროსმა, ზურა გვენეტაძემ განუცხადა.
გვენეტაძის თქმით, მანანა ზუბიაშვილს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული, ხოლო მიხეილ მახაშვილს საფეთქელში, რაც თვითმკველობაზე მეტყველებს.
„ვაკეში ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია იარაღი. ქალბატონს ტყვია გულის არეში აქვს მიყენებული, მამაკაცს კი - საფეთქელში. მკვლელობა სავარაუდოდ გუშინ მოხდა, რადგან ცოლ-ქმარი ბოლოს გუშინ ნახეს“, - განაცხადა გვენეტაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჯერ-ჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.
Internet.ge