თურქეთში
საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც სუპერმარკეტებსა და მაღაზიებს
ძარცვავდნენ. როგორც თურქული მედია იუწყება, ქართველებს მაღაზიებიდან ტანისამოსი
სპეციალური ჩანთის საშუალებით და დეტექტორების გვერდის ავლით გამოჰქონდათ.
ერთ-ერთი
ასეთი ძარცვის დროს დამნაშავეები ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რის საფუძველზეც
პოლიციამ სამი დღის შემდეგ შეძლო საქართველოს მოქალაქეების დაკავება. ერთ-ერთი
მაღაზიიდან მძარცველებმა ტყავის ქურთუკები მოიპარეს, რომელთა ღირებულებაც 459
დოლარს შეადგენდა.
მედია
ავრცელებს დაკავებულთა სახელებსაც: 39 წლის დავითი, 47 წლის ტარიელი და 40 წლის
დავითი.
internet.ge