მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტობუსის დაჯახების შედეგად 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
მტკვრის
მარჯვენა სანაპიროზე უბედური შემთხვევა მოხდა. ავტობუსი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა.
ავარიის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც
ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარი ავტომანქანა გაუფუჭდა და გზის გადაკვეთა
მისი შეკეთების მიზნით გადაწყვიტა. სწრაფი სიჩქარით მიმავალმა ავტობუსმა კი
დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
ავტობუსი
თურქულ კომპანია Ulusoy Travel-ს
ეკუთვნის. შემთხვევის დროს მძღოლს მგზავრები თბილისიდან სტამბულის მიმართულებით
გადაჰყავდა.
internet.ge