რუსეთის
შსს-ს თანამშრომლებმა დაღესტანში დაჯგუფების
40 წევრი დააკავეს, რომლებიც 4 წლის განმავლობაში ქალაქ ხასავიურტს შიშის ზარს
სცემდნენ, იტაცებდნენ ადამიანებს და ყაჩაღობდნენ. სამართალდამცავების ინფორმაციით,
დაჯგუფების წევრებს ათობით დანაშაული აქვთ ჩადენილი.
რუსეთის
შსს-ს ჩრდილოკავკასიის განყოფილების ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ
სპეცოპერაცია გასროლის გარეშე ჩატარდა, ახლომდებარე სახლების მცხოვრებლები კი ვერც
მიხვდნენ, რომ კრიმინალების აყვანა ხდებოდა.
დაჯგუფების დაკავება მაშინ მოხდა, როცა მისი
წევრები მორიგი დანაშაულის ჩასადენად ემზადებოდნენ. მათ საგადასახადო
ინსპექტორისთვის ფული უნდა გამოეძალათ.
internet.ge