ქონებრივი
ზიანის მოტყუებით მიყენებაში ბრალდებულ აზერბაიჯანის
მოქალაქის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. მოქალაქეს
საზოგადოებრივი ადვოკატი მერაბ მამულაძე იცავდა.
საქმის
მასალების
მიხედვით ირკვევა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ, გასული წლის დეკემბერში, მეგობრებთან ერთად თბილისში ყოფნისას, ერთ-ერთ სასტუმროში ორი ნომერი დაჯავშნა. სტუმრებმა ჩამოსვლის შემდეგ პირადი ნივთები ოთახებში განათავსეს და ღამის კლუბში წავიდნენ. მოგვიანებით, მოქალაქეს სამშობლოდან
დაუკავშირდნენ
და მას საქართველოს დატოვება სასწრაფოდ მოუხდა. ის ღამის კლუბიდან სასტუმროში ბარგის ასაღებად მივიდა, საიდანაც პირდაპირ აზერბაიჯანში გაემგზავრა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დილით გაირკვა, რომ აზერბაიჯანელმა სტუმრებმა ნომრები გაათავისუფლეს, მაგრამ მომსახურების საფასური არ გადუხდიათ. სასტუმროს ადმინისტრაციამ სამართალდამცავებს
მიმართა და
აზერბაიჯანის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
აღნიშნული პიროვნება, სამართალდამცავებმა
მიმდინარე
წლის მარტში, საქართველოს საზღვრის გადამოკვეთისას დააკავეს.
ბრალდებულის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონდა და სასტურმოსთვის მიყენებული ზიანი აანაზღაურა, რის შედეგადაც, აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის შეფარდებული პატიმრობა 2000 ლარის ოდენობის გირაოთი შეიცვალა.
საქმის განხილვისას კი აღმოჩნდა, რომ მოქალაქემ დაზარალებულ მხარეს ანგარიშსწორება უცხოურ ვალუტაში შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. საქართველოდან კი ისე გაემგზავრა, რომ თანხის გადახდის საკითხი მეგობრებს მიანდო. ამასთან, ბრალდებულის მხრიდან მომსახურების საფასურის გადახდის მცდელობა სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც
დაადასტურა.
ჩვენებებზე
დაყრდნობით,
მერაბ მამულაძემ ბრალდების მხარეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი
დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. საბოლოოდ, პროკურატურამ საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია გაითვალისწინა და აზერბაიჯანის მოქალაქის
მიმართ
სისხლისსამართლებრივი
დევნა შეწყვეტა.
Internet.ge