საბურთალოს ქუჩაზე 50 წლამდე
მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს გულმკერდის
არეში ორი ჭრილობა აღენიშნება.
ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. თვითმხილველთა
თქმით, მამაკაცს შელაპარაკება რამდენიმე
პირთან მოუვიდა, რასაც სროლა მოჰყვა. ტყვია იქვე მდგომ მანქანასაც მოხვდა.
დაჭრილისა და დამნაშავეების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული
ინფორმაციით სისხლიანი გარჩევა მამაკაცის საქმიანობას უკავშირდება. ის ბინების
ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი რესპუბლუკურ საავადმყოფოში
გადაიყვანა.
მოხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
internet.ge