GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტიმოშენკოს შეკვეთილ მკვლელობაში ამხელენ
11:29 04.04.2012
დღის სიახლეები

დონეცკის საოლქო საბჭოს დეპუტატი, რუსლან შერბანი აცხადებს, რომ შეუძლია დაამტკიცოს უკრაინის ყოფილი პრემიერების - იულია ტიმოშენკოსა და პავლე ლაზარენკოს კავშირი მამის -  სახალხო დეპუტატისა და ბიზნესმენის, ევგენი შერბანის მკვლელობასთან.

ის ამტკიცებს, რომ უახლოეს მომავალში თვალსაჩინოს გახდის მკვლელობის „სენსაციურ დეტალებს“. 

ევგენი შერბანი, 1996 წლის 3 ნოემბერს, დონეცკის აეროპორტში მოკლეს, როცა მოსკოვიდან ბრუნდებოდა. მოკლულის შვილი აცხადებს, რომ მკვლელობის შემკვეთები სწორედ ტიმოშენკო და ლაზარენკო არიან, რომლებიც, მისი თქმით, ბიზნესში მამამისის კონკურენტები იყვნენ.

„მე თავად ბევრჯერ დავსწრებივარ ბიზნეს-მოლაპარაკებებს მამასა და ტიმოშენკო-ლაზარენკოს შორის. ეს უკანასკნელნი მუდმივად ითხოვდნენ, მამას  ხელი აეღო თავის ბიზნეს-ინტერესებზე და მათი კომპანიის - „უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემების“ ინტერესებიდან გამომდინარე ემოქმედა. არაერთხელ დაემუქრნენ კიდეც ანგარიშსწორებით. ამის შესახებ ბევრმა სხვა ადამიანმაც იცის. ტიმოშენკოს სურდა, თავისი კომპანიის საშუალებით მიეწოდებინა გაზი უკრაინისთვის, თავისი ბიზნესი  განევითარებინა დონეცკის რეგიონში“ - აცხადებს რუსლან შერბანი. მან ამ საკითხებთან დაკავშირებით წერილი უკვე გაუგზავნა ამერიკის ელჩს უკრაინაში ჯონ ტეფტს და ამბობს, რომ მზადაა მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და უცხოური სახელმწიფოების ელჩებსაც, რათა დაიწყოს გამოძიება ევგენი შერბანის მკვლელობის შემკვეთებისა და დამფინანსებლების მიმართ.

რუსლან შერბანი ადასტურებს იმასაც, რაც რამდენიმე დღის წინ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა. იური კუზმინმა თქვა, რომ ხელთ აქვს მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც კომპანიებმა, რომლებსაც ტიმოშენკო და ყოფილი პრემიერი 1996-1997 წლებში პავლე ლაზარენკო აკონტროლებდნენ, ევგენი შერბანის მკვლელებს ფული გადაურიცხეს.

შერბანის შვილიც ამტკიცებს, რომ ტიმოშენკო-ლაზარენკომ მამამისის მკვლელებს მილიონები ჩაურიცხეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პატიმართა მშობლები ქსნის დაწესებულების დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ1
პროკურატურაში საკადრო ცვლილებები დაიწყო2
ცესკოს პირველადი მონაცემები მცხეთა-მთიანეთში3
მოზარდმა მშობლები ჩაქუჩით დახოცა4
დაღესტნელი ჩინოვნიკი: საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკების გადასვლა საეჭვოა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X