თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და შპს "კრისტალის" დირექტორს, ლევან დაუთაშვილს აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.
დაუთაშვილს ბრალი 288-ე მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიება უსაფრთხოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ლილოში, ერთ-ერთ საწარმოში 800 ლიტრიანი ავზიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვა მოხდა. რამაც მოქალაქეების ინტოქსიკაცია გამოიწვია.
ამ დრომდე კრიტიკულია 18 წლის მოზარდის მდგომარეობა.
ლევან დაუთაშვილის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 აგვისტოს,
12:00 საათზეა ჩანიშნული.
internet.ge