შიდა
ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფის წევრები დააკავეს.
შსს
ინფორმაციით
დაკავებულები
არიან, რევაზ ამბროლაძე, ლევან ახალკაცი, დავით გვერდწითელი და გელა ოქროპირიძე.
გამოძიების
შედეგად დადგენილია, რომ 2009 წლის 19 ნოემბერს, აღნიშნული ჯგუფის წევრები ნიღბებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით და პისტოლეტებით შეიარაღებულები შეიჭრნენ გორში მდებარე ინტერნეტ-კაფეში. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის
საშიში ძალადობის მუქარით, ინტერნეტ-კაფეში მყოფი მოქალაქეები ძირს დააწვინეს, შეუკრეს ხელ-ფეხი, იქ არსებული კომპიუტერებიდან
ამოიღეს ძვირადღირებული დეტალები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ასევე,
ზემოთ ჩამოთვლილმა ჯგუფის წევრები, 2009 წლის დეკემბერში, ხაშურის რაიონის სოფელ ვაყაში, ნიღებებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო თოფით, ხელყუმბარითა და პისტოლეტებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ აბესალომ მახარაშვილის ოჯახს. მის მეუღლეს - ლია მახარაშვილს, შვილებს - გიორგი და სალომე მახარაშვილებს და სიძეს გიორგი ბოკერიას ე.წ.
"სკოჩით"
შეუკრეს ხელ-ფეხი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს 3 200 აშშ დოლარი, 1
000 ლარი და 3 ცალი "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი.
ჩხრეკის
შედეგად ამოღებულია 3 ცალი გადაჭრილი სანადირო თოფი და 1 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 30 ცალი საბრძოლო ვაზნით.
დაკავებულები
აღიარებენ
მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით.
internet.ge