თურქეთში
ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაედას“ 5
წევრი, რომელთაგან 2 საქართველოდან არის.
თურქული
მედიის ინფორმაციით დაკავება ქალაქ ადანაში მოხდა. შედეგად გამოვლენილია
ორგანიზებული ჯგუფი, რომლის დანარჩენი წევრებიც პოლიციამ უკვე იცის და მათზე
თვალთვალს ახორციელებს.
ჩხრეკა ერთდროულად რამდენიმე მისამართზე
მიმდინარეობდა. ამოღებულია ეჭვმიტანილთა ნოუთბუქები, საკრედიტო ბარათები,
კომპასები, ფული და „ალ-ქაედასთან“ დაკავშირებული დოკუმენტაცია. ინფორმაციას ამის
შესახებ თურქული გამოცემა Haberler ავრცელებს.
internet.ge