GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მკვლელობამ ცხინვალში მღელვარება გამოიწვია
13:49 10.07.2012
დღის სიახლეები

სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის საგამოიძიებო განყოფილების უფროსი როლანდ ჩიტაევი, რომელიც წუხელ 22:00 საათზე გაიტაცეს, მოკლულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი „ოსრადიუო“ ავრცელებს. ამასთან, საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ  თანამშრომლის დაღუპვის ფაქტი ე.წ. გენპროკურატურამ უკვე დაადასტურა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დამნაშავეები უკვე დაკავებულები არიან. გატაცებულის ავტომანქანა კი კოხათის დასახლებულ პუნქტში იპოვეს.

გატაცებისა და მკვლელობის შესახებ ინფორმაციამ მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია. წუხელ ცხინვალელების ნაწილი ახალი ცნობების მოლოდინში ე.წ. შსს-თან შეიკრიბნენ.

ცხინვალის გენპროკურარმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსის როლანდ ჩიტაევის გატაცება და მკვლელობა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

პირები, რომლებიც დააკავეს, აღმოჩნდნენ ძალოვანი და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები: ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოქმედი თანამშრომელი არტურ აგაევი და გენპროკურატურის ყოფილი თანამშრომელი რუსლან გაბარაევი, რომელიც სამსახურიდან გასული წლის შემოდგომაზე გააგადეს. ორივე ნასვამები იყვნენ. დაკითხვაზე კი ჩიტაევის მკვლელობა აღიარეს, თუმცა მიზეზი გარკვევით ვერ ახსენს.

მოკლული ჩიტაევი, რომელიც დღეს დილით სოფელ ვანათში ერთ-ერთი დანგრეული სახლის ეზოში იპოვეს, ძლიერადაა ნაცემი, სხეულზე კი ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
გენპროკურორის ეჭვი არ ეპარება, რომ მკვლელობა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება, მკვლელობის შემკვეთები და შემსრულებლები კი, ჩიგოევის თქმით, ისინი არიან, ვისაც არ სურს რეგიონში წესრიგის დამყარება.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მკვლელობასთან კავშირი ჰქონდეს გენპროკურორის ყოფილ მოადგილეს ელდარ კოკოევს, ჩიგოევმა განაცხადა, რომ ჩიტაევი იყო დაკავებული კოკოევის სამსახურებრივი მოღვაწეობის თემის გამოძიებით და ასეთი ვერსია განიხილება, თუმცა ჯერ მას ვერაფრით დაადასტურებს.


internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან1
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა2
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს3
სანიკიძის თქმით ივანიშვილს ალბინოსი შვილები სისხლის აღრევის გამო ჰყავს (VIDEO)4
ფრანის გაშვებამ ბელორუსის სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოიწვია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X