„ფსბ“-ს პოლკოვნიკი ამერიკას რუსეთის პრეზიდენტისთვის განკუთვნილ დოკუმენტებს აწვდიდა
ვალერი
მიხაილოვი, რომელსაც 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აშშ-ის ცენტრალურ
სადაზვერვო განყოფილებას იმ დოკუმენტების ასლებს აწვდიდა, რომლებიც უშუალოდ
ქვეყნის ხელმძღვანელთათვის იყო განკუთვნილი. საქმე 2001-2007 წლებს ეხება და
საუბარია, ძირითადად დოკუმენტებზე, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ და „სრულიად
საიდუმლო“ ედო - წერს „კომერსანტი“.
გამოძიებამ
დაადგინა, რომ მიხაილოვმა სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი მიიღო.
აგენტი
ამერიკის სპეცსამსახურთან კონტაქტზე 2001 წელს გავიდა და თავად შესთვაზა
თანამშრომლობა. მას ჩიპზე გადაჰქონდა საიდუმლო დოკუმენტები და სპეციალურ
სამალავებში მალავდა. 2007 წელს სწორედ ერთ-ერთი ასეთი სამალავის სიახლოვეს
დააკავეს ამერიკელი აგენტი. იმავე წელს მიხაილოვი „ფსბ“-დან წავიდა და აშშ-ში
გადავიდა საცხოვრებლად.
მისი
გამოვლენა ვიდეოჩანაწერებით შეძლეს, 2010 წელს კი ამერიკიდან მოსკოვში ჩამოიტყუეს
და დააპატიმრეს - წერს ‘’კომერსანტი".
მოსკოვში
ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამერიკა მიხაილოვის ვიქტორ ბუტზე გაცვლას დათანხმდეს,
რომელიც იარაღით ვაჭრობის გამოა დაპატიმრებული.
internet.ge