ლილოში, ქლორის გაჟონვის ფაქტზე
სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი - შპს „სენტიმელ ჯიემჯი“-ს დირექტორი გოჩა
ყულეჭიშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“ - ს შინაგან საქმეთა
სამინისტროში დაუდასტურეს.
დაკავებულს ბრალი 288-ე მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიება უსაფრთხოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციამ ყულეჭიშვილი გუშინ აიყვანა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს შპს "კრისტალის"
დირექტორს,
ლევან დაუთაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ,
რომ ლილოში, ერთ-ერთ საწარმოში 800 ლიტრიანი ავზიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვა მოხდა. რამაც მოქალაქეების ინტოქსიკაცია გამოიწვია. გუშინ,
გვიან ღამით გარდაიცვალა 18 წლის ლაშა ნარიმანიძე, რაც დაკავებულების დანაშაულს
ამძიმებს.
internet.ge