მინიმუმ
20 ადამიანია დაღუპული იემენში, პოლიციის აკადემიასთან მომხდარი ძლიერი აფეთქების
შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კადეტები
მეცადინეობის შემდეგ შენობას ტოვებდნენ.
პოლიციის
ვარაუდით, არ არის გამორიცხული ტერაქტში თვითმკვლელის მონაწილეობა.
მომხდართან
დაკავშირებით ჯერჯერობით პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ
აუღია საკუთარ თავზე. საქმეს ქვეყნის სამართალდამცავები იძიებენ.
internet.ge