სანკტ-პეტერბურგში ტაჯიკეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებმა იჩხუბეს,
რა დროსაც ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაშავდა.
ჩხუბის მონაწილეებიცა და მათი ოჯახის წევრებიც, დოკუმენტების
შესამოწმებლად პოლიციის განყოფილებაში
წაიყვანეს.
ინცინდენტში, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი
ხულიგანი ცოლებთან ერთად მონაწილეობდა - იუწყება „ლაიფ-ნიუსი“.
ჩხუბის შესახებ სამართალდამცველებს თვითმხილველებმა შეატყობინეს.
პოლიციამ მთლიანად შეამოწმა სახლი, სადაც შემთხვევა მოხდა.
შემოწმების დროს კი გაირკვა, რომ სახლში დაახლოებით 300 ადამიანი
რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს, მათ შორის ქალები და ბავშვები. ყველანი პოლიციის
განყოფილებაში გადაიყვანეს.
დაღუპულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან, 6 ადამიანი კი
ჰოსპიტალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
internet.ge