საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ კარალეთში მომხდარ
ინცინდენტში მონაწილე
პირების იდეტინფიცირებას ახდენს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ
განცახდებაშია ნათქვამი.
„2012 წლის 12 ივლისს სოფელ კარალეთში მოხდა ინციდენტი, კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს
შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა ფიზიკურ შეხლა-შემოხლა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და პოლიციის მიერ ხორციელდება მომხდარ ფაქტში მონაწილე პირების იდეტინფიცირება.
ამასთან,
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა, ნებისმიერი მოქალაქის ქმედება მოქცეული უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში“,- ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების
ვიზიტი კარალეთში ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდა.
კოალიციის მხარადმჭერები და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები პოლიტიკური
შეხედულებების გამო ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
internet.ge