პოლიცია ქალბატონს ეძებს, რომელმაც რიჩმონდში, პარფიუმერიის მაღაზიიდან ძვირადღირებული
სუნამოები მოიპარა.
ქურდობა მაღაზიაში განთავსებულმა
სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, სწორედ აღნიშნულ კადრებს ავრცელებს ადგილობრივი
პოლიცია და მოქალაქეებს მოუწოდებს დაეხმარონ შერიფს ქალბატონის იდენტიფიკაციაში.
ვიდეო ჩანაწერში, რომელსაც პოლიცია
ავრცელებს, ჩანს როგორ ჩაალაგა 1000 დოლარზე მეტი ღირებულების სუნამოები
ქალბატონმა მოხერხებულად დიდ, ვერცხლისფერ ჩანთაში, შემდეგ ისევ მიბრუნდა, მთელი
თარო გამოაცარიელა და გაუჩინარდა.
internet.ge