ვარკეთილში, მამა-შვილი ალექსანდერე და გიორგი დარჯანიები,
უცნობმა მამაკაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.
ალექსანდრე დარჯანიას ჭრილობა გულ-მკერდის არეში, გიორგი დარჯანიას კი ყელის არეში აქვს
მიყენებული.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ახლოს მდებარე სტაციონარში
გადაიყვანა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა, დარჯანიების საქმიანობას
უკავშირდება, მათ სასურსათო მაღაზია ჰქონდათ. მომხდარს მეზობლები სწორედ აღნიშნულ
საქმეს უკავშირებენ.
მიმდინარეობს გამოძიება.
internet.ge