შს სამინისტრომ კარალეთის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნთქვამია: "2012 წლის 11 ივლისს, სოფელ კარალეთში
მოხდა ინციდენტი კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და
მოწინააღმდეგეებს შორის. სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა ფიზიკური
შეხლა-შემოხლა.
პოლიციის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეო
ჩანაწერის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებული და დაკავებულია ზაქარია
ადუაშვილი. რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახით შეუფარდა
15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით."
internet.ge