სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ ჩვილი ტყეში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვეს
სახვევებში შეფუთული ახალშობილი,
ავტომაგისტრალის მახლობლად, ბალახებში
იპოვეს. იგი ადგილობრივმა გლეხმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. შემთხვევა
რუსეთის ერთ-ერთ ოლქში მოხდა.
„ბავშვი
დაახლოებით 2-3 კვირისაა. იგი უკიდურესად გამოფიტულია, ფაქტობრივად, გარდაცვალების
ზღვარზე იმყოფება,“ - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.
ექიმების
თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მან ორი დღე-ღამე საკვების
გარეშე, სიცივეში გაატარა. მედიკოსები მის გადარჩენას სასწაულად მიიჩნევენ.
ექიმებმა
აღმოაჩინეს, რომ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მას
საჭმლის მომნელებელი ფუნქციისა და ნერვული სისტემის დაზიანებები აღენიშნება.
შესაძლოა, დედამ ახალშობილის მოშორება სწორედ მისი ავადმყოფობის გამო მოინდომა.
მომხდარზე
სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სამართალდამცავები ბავშვის დედის ვინაობის
დადგენას ცდილობენ.
internet.ge