საბერძნეთში, 10 წლის ქართველ მოზარდს საბა ტალახაძეს, ავტობუსი
დაეჯახა. მას ადგილზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს მოზარდი გზაზე იდგა და ზონარს
იკრავდა, რა დროსაც პოლიციამ ავტობუსის მძღოლს გადაყენება მოსთხოვა. მძღოლმა
მოზარდი ვერ შენიშნა და ფეხზე გადაუარა. ექიმებმა მოზარდისთვის კიდურის
შენარჩუნება მოახერხეს.
მოზარდი საბერძნეთში გასტროლზე იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა მძღოლი დააკავეს, თუმცა სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ის საპროცესი შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
Internet.ge