შინაგან
საქმეთა სამინისტრომ, გიორგი ფოჩხუას მკვლელობასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება
გაავრცელა.
როგორც
განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულია ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული,
1992 წელს დაბადებული ბექა ცობეხია, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის
108-ე მუხლით.
„დაკავებული
აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის მოტივადაც სახელდება ურთიერთშელაპარაკება.
ასევე დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პლიციის თანამშრომელი, ნიკოლოზ
ბაძაღუა, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით, სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“,- ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციის
მიერ ამოღებულია გარდაცვლილის ფოტოაპარატი და მობილური ტელეფონი.
Internet.ge