GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შსს-მ „ქართული ოცნების“ 3 წევრი დააკავა
11:46 17.07.2012
დღის სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ოცნების“ წევრები: მერაბ კაჭახიზე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრომ  სპეციალური განცხადება გაავრცელა.

შსს ინფორმაციით დაკავებულებს ბრალი თვალთმაქცური გარიგების დადების მუხლით წარედგინებათ.

„ინტერნეტ.ჯი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„2012 წლის მაისში დაიწყო გამოძიება, პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლი).

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პარტიის წევრს შეუძლია საწევროს სახით პარტიის სასარგებლოდ შეიტანოსწელიწადში 1200 ლარი, ხოლო მოქალაქეს შეუძლია პარტიის სასარგებლოდ წელიწადში განახორციელოს შემოწირულობა 60000 ლარის ოდენობით; ამავეკანონით იკრძალება სხვა პირის სახელით პარტიის საწევროშენატანის ან შემოწირულების განხორციელება.

კანონის აღნიშნული მოთხოვნის გვერდის ავლით, პოლიტიკურმა კოალიცია ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა პარტიულ ანგარიშებზე თანხის მობილიზების დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც კოალიციის ხელთ არსებული ფული, მისთვის"კანონიერი" სახის მიცემისათვის, უნდა გადანაწილებულიყოათეულობით ფიზიკურ პირზე, რომლებიც საკუთარი სახელითპარტიისთვის შემოწირულობას განახორციელებდნენ.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები  მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნებაში შემავალი კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა; აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს.

ამასთან გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იმავე სქემა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნებაში შემავალმა პარტია „ეროვნულმა ფორუმმა." კერძოდ, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, „ეროვნული ფორუმის" გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ეროვნული ფორუმის  ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გადარიცხა ეროვნული ფორუმის ანგარიშზე შემოწირულობის სახით.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია მერაბ კაჭახიზე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა, რომელთაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში  ბრალი წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით - კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისათვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი 3 მილიონ დოლარად გაიყიდა1
დაკავებული სტუდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს2
მიხეილ სააკაშვილი: თითოეული ოჯახი დაცული და დაზღვეული უნდა იყოს3
ივანიშვილი: ონში ინვესტიციები იოლად უნდა შემოვიდეს4
წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X