აზერბაიჯანში ე.წ. კანონიერი ქურდი „კობა გრუზინსკი“ დააკავეს
აზერბაიჯანში საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს, რომელიც
კრიმინალურ წრეებში „კობა გრუზინსკის“ სახელითა არის ცნობილი.
ნასიმინსკის პოლიციის განყოფილების ცნობით, დაკავებულს ჰეროინიც აღმოუჩინეს.
კობა კვახაძე აზერბაიჯანში 2011 წლიდან იძებნება, რადგანაც მან მეზობელი ქვეყნის
ტერიტორიაზე რამდენიმე ბინა გაძარცვა.
ამ დროისათვის კვახაძემ 20 ეპიზოდში თავი უკვე დამნაშავედ სცნო. მის მიმართ
რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება კვლავაც გრძელდება.
Internet.ge