საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დღეს, ასოციაციის სასემინარო დარბაზში, პრესკონფერენციას
გამართავს.
პრესკონფერენციაზე
საუბარი, შსს-ს
მიერ კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელი მდივანის მერაბ კაჭახიძის, „ეროვნული ფორუმის" გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის თეიმურაზ შეყლაშვილისა და ამავე პარტიის აქტივისტის ტარიელ ქარდავას დაკავების ფაქტს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ოცნების“
წევრები: მერაბ კაჭახიზე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა დააკავა.
შსს ინფორმაციით დაკავებულებს ბრალი თვალთმაქცური გარიგების დადების
მუხლით წარედგინებათ.
Internet.ge