თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ქართული ოცნების“ დაკავებული
წევრების, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დაკავებულებს ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე
მუხლით - კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური
გარიგების დადებისათვის წარედგინებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, „ქართული ოცნების“ წევრები: მერაბ
კაჭახიზე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონის აღნიშნული მოთხოვნის გვერდის
ავლით, პოლიტიკურმა კოალიცია ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა პარტიულ ანგარიშებზე
თანხის მობილიზების დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც კოალიციის ხელთ
არსებული ფული, მისთვის"კანონიერი" სახის მიცემისათვის, უნდა გადანაწილებულიყო ათეულობით
ფიზიკურ პირზე, რომლებიც საკუთარი სახელით პარტიისთვის შემოწირულობას
განახორციელებდნენ.
„გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური
კოალიცია ქართული ოცნებაში" შემავალი კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა
მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი
ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ
6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა; იგივე სქემა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური
კოალიცია "ქართული ოცნებაში" შემავალმა პარტია „ეროვნულმა ფორუმმა." გლდანის
ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის
აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი, რომელიც
ამ უკანასკნელმა გადარიცხა ეროვნული ფორუმის ანგარიშზე შემოწირულობის სახით“,-
ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge