20 წლის ახალგაზრდამ საკუთარი
სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. ამის მიზეზად რამდენიმე დღით ადრე მისთვის მართვის
მოწმობის ჩამორთმევა სახელდება.
ანტონ მაკაროვი
პოლიციამ ქალაქგარეთ მდებარე ერთ-ერთ გზატკეცილზე გააჩერა. მძღოლი ნასვამ
მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც მას მართვის უფლება ჩამოერთვა. ახალგაზრდა
საგზაო ინსპექტორებს სთხოვდა, არ მიემართათ დასჯის ასეთი მკაცრი ზომებისთვის,
ვინაიდან იგი ავტობუსის მძღოლად მუშაობდა და მართვის მოწმობის ჩამორთმევა
შემოსავლის დაკარგვას ნიშნავდა. პოლიციამ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა და კანონის
შესაბამისად იმოქმედა.
მოსკოვში, საკუთარ სახლში
დაბრუნებულმა ანტონმა მშობლებს მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ უამბო, შემდეგ
კი ოთახში ჩაიკეტა. მეორე დილით მშობლებმა შვილის ცხედარი ეზოში, ხეზე დაკიდებული
აღმოაჩინეს.
Internet.ge