მეტროსადგურ „სამგორში“ მატარებელს 50 წლამდე
მამაკაცი, ფრიდონ ჯანჯღავა შეუვარდა. ჯანჯღავა, ლიანდაგებზე გადახტა, მატარებელის მძღოლმა კი, დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მამაკაცს გადაუარა.
ოჯახის წევრების განცხადებით, ეს მამაკაცის
სუიციდის მცდელობის პირევლი შემთხვევა არ იყო.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა თავი იმ
თანხის გამო მოიკლა, რომელიც მან ვალად აიღო. ახლობლების თქმით, ჯანჯღავა,
რამდენიმე თვის წინ გარიგებაში შევიდა სოფო ბუკიასთან, რომელიც მამაკაცს, კახა
კუკავას პარტიის სახელით გაეცნო.
ნათესავები ამბობენ, რომ ბუკიამ ოჯახს 15
ათასი დოლარი გამოართვა, ხოლო უკან არაფერი დაუბრუნებია. არსებული ინფორმაციით,
ამჟამად ქალბატონი ძებნაში იმყოფება.
აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
Internet.ge