დიდუბეში, გორის ქუჩაზე მამაკაცმა ცოლი ნატო შონია მოკლა.
ეჭვმიტანილი 53 წლის გიზო სერგიაა, რომელიც ამჟამად დაკავებულია.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
მეზობლების განცხადებით, ეჭვმიტანილმა თავად დაურეკა საპატრულო
პოლიციას და ცოლის მკვლელობის შესახებ განაცხადა.
როგოც ცნობილია, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა, დანით აქვს
მიყენებული.
ცხედარი ამჟამად გადასვენებულია თბილისის პროზექტურაში.
Internet.ge