მოსკოვში არ
დადასტურდა ორი მანდილონის მიერ ტროლეიბუსის გატაცების ფაქტი. როცა
სამართალდამცველები მითითებულ ადგილზე მივიდნენ, იქ არაფერი ხდებოდა - იუწყება
რუსული მედია.
დაახლოებით
საათნახევრის წინ ზოგიერთმა რუსულმა გამოცემამ, მათ შორის „ლაიფ-ნიუსმა“ გაავრცელა
ინფორმაცია, რომ მოსკოვში, ორმა ქალბატონმა ტროლეიბუსი გაიტაცა, მგზავრები მძევლად
აიყვანა და აფეთქებითაც კი იმუქრებოდნენ.
როგორც
გაირკვა, შსს-ს მოსკოვის განყოფილებაში მართლაც დარეკა უცნობმა, რომელმაც
აღნიშნული ისტორია მოყვა და პოლიციას სასწრაფოდ კახოვკის ქუჩაზე გასვლა სთხოვა.
სამართალდამცველები
ახლა სატელეფონო ზარის ავტორს ეძებენ.
Internet.ge