GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რომან დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავის ნამდვილ ვინაობას მალავს
21:16 23.07.2012
დღის სიახლეები

რუსი გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ქართველი ექს-გენერლის რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი - შოთა ტარუგეშვილი თავის რეალურ ვინაობას მალავს.

ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ დაკავებულ პირთა სახლების ჩხრეკისას ამოღებულია რამდენიმე ქართული პასპორტი, სხვადასხვა გვარებზე გაფორმებული - წერს „იზვესტია“.

როგორც გაზეთი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ამის გამო მკვლელობის საქმის გამოძიებამ შესაძლოა, სულ სხვა მიმართულება მიიღოს.
გამომძიებლები ახლა ტარუგეშვილის ნამდვილ გვარს, სახელს და ბიოგრაფიას არკევევენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ მკვლელობის შემკვეთებსა და დანაშაულის კვალზე გაიყვანს.

„იზვესტიას“ წყაროს ცნობით, სამართალდამცველებმა ტარუგეშვილის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან, მაგრამ დადგენილია, რომ ამ ადამიანს ძალიან კარგად იცნობენ კრიმინალურ წრეებში და თანაც, სრულიად სხვა გვარითა და სახელით.

ამასთან, გამოძიებას ეჭვი არ ეპარება, რომ ქილერი სწორედ ტარუგეშვილია, ის სამმა თვითმხილველმა ამოიცნო და აღიარებითი ჩევენებები მისმა თანამზრახველებმაც მისცეს. თუმცა თავად ტარუგეშვილი ამტკიცებს, რომ სრულიად უდანაშულოა.

ამ დროისათვის რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე სამი პირია დაკავებული: რომან ბელქანია, ალექსანდრე ბერიშვილი და შოთა ტარუგეშვილი.

ძიებისას გამოირიცხა ვერსია, რომ მკვლელობა ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. გამომძიებლები ახლა მუშაობენ ვერსიაზე, რომლის თანახმადაც დუმბაძე კრიმინალურ გარჩევებს ემსხვერპლა, რამდენადაც ის ე.წ. კანონიერ ქურდთან, ტარიელ ონიანთან იყო კავშირში.

რომან დუმბაძე, ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, რომელიც საქართველოში სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა შემდეგ რუსეთს სამხედრო პირებში გაუცვალეს, მოსკოვში 21 მაისს მოკლეს. ყოფილ გენერალს 7 ტყვია ესროლეს. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ეკა ხერხეულიძე: მთავრობის დამტკიცება კითხვით, საზეპიროები ხვალისთვის...1
ირაკლი ალასანია: ქვეყნაში ჯერ კიდევ ჯიბის სასამართლოა2
სახალხო დამცველის პოსტზე გელა ნიკოლაიშვილი, თამარ გურჩიანი და უჩა ნანუაშვილი მოიაზრებიან3
ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდს პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი დაესწრებიან4
კათოლიკოს-პატრიარქი: როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X