GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქმის განხილვა დასრულდა
14:05 25.07.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 20 ივილისს დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ, დიდი ოდენობით ქონების ქურდობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბრალდებულების - კობა კანდელაკის, თენგიზ დიასამიძის, რუსლან ნაცარიშვილისა და  ედნარ შაქარიშვილის მიმართ.

საქმის მასალების მიხედვით:

რუსლან ნაცარიშვილი, 2009 წლის ივნისში, დაუკავშირდა თავის მეგობრებს, შპს ”არტმშენი 21”-ის ფაქტობრივ მფლობელებს - ედნარ შაქარიშვილს და თენგიზ დიასამიძეს და შპს ”ჯეოინსპექტი”-ს დირექტორს კობა კანდელაკს,  ასევე თურქეთის მოქალაქეებს - ჩეთინ აიდინს და მის პარტნიოერებს, სატვირთო გემი ”ელისა-ზ”-ს მფლობელებს: შევქეთ ჩუბუქს, ახმად და ბურაკ ერდოღანებს, რომლებსაც შეუთანხმდა ხსენებულ გემზე არსებული ფოლადის წნელების (არმატურის) მოპარვისა და საქართველოში შემოტანის თაობაზე.

შეთანხმების თანახმად, ზემოხსენებულმა პირებმა განიზრახეს, ქ. ისქენდეროლის ნავსადგურში მყოფ გემ ”ელისა-ზ”-ზე არსებული უცხო სახელმწიფოს კუთვნილი ტვირთის, კერძოდ 2256 ტონა ფოლადის წნელების (არმატურის) მოპარვა, მისი საქართველოში შემოტანა და რეალიზაცია, ხოლო დანაშაულის დაფარვისა და სადაზღვევო თანხის მიღების მიზნით, გემი ”ელისა-ზ”-ს ჩაძირვა შავ ზღვაში. დანაშაულის სისრულეში მოყვანისა და ხსენებული ტვირთის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა, დაამზადეს ყალბი სასაქონლო ინვოისები, რომლის თანახმად ხსენებულ გემზე არსებული ფოლადის წნელები, ვითომდა ორი თურქული კომპანიისგან  შესყიდული ჰქონდა საქართველოში რეგისტრირებულ შპს ”არტმშენი 21”-ს.

2009 წლის ივლისის დასაწყისში, გემ ”ელისა-ზ”-ს მეშვეობით, ყალბი ინვოისების გამოყენებით საქართველოში შემოვიდა უცხო ქვეყნის კუთვნილი და ზემოაღნიშნული პირების მიერ მოპარული 2 256 ტონა არმატურა, საინვოისო ღირებულებით - ჯამში 901 628 აშშ დოლარი. აღნიშნული ინვოისების საფუძველზე, ფოლადის წნელები, განაბაჟდა შპს ”ჯეოინსპექტი”-ს დახმარებით, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში არმატურის შემსყიდველად დაფიქსირდა ედნარ შაქარიშვილის და თენგიზ დიასამიძის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული შპს ”არტმშენი 21”. ბრალდებულებმა შპს ”არტმშენის”-ს გამოყენებით, ადგილობრივ ბაზარზე მოახდინეს მოპარული ტვირთის რეალიზაცია, ხოლო მიღებული უკანონო შემოსავალი - 1 250 000 ( მილიონ ორასორმაცდაათი ათასი) აშშ დოლარი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთმანეთში გაინაწილეს.

2009 წლის ივლისის თვეში გემი ”ელისა-ზ”, შეთანმხმებისამებრ  ჩაძირეს შავ ზღვაში.

საქმის არსებითი განხლვის პროცესში ბრალდებულების აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე მხარეებს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში:  კობა კანდელაკს, თენგიზ დიასამიძეს და  ედნარ შაქარიშვილის სასჯელის სახით დანაშაულთა ერთობლიობით თითოეულს 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; ხოლო რუსლან ნაცარიშვილს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად  5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
II სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს1
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდება2
ბარამიძე: ძალიან პრინციპულები ვიქნებით და ამავე დროს ხელისუფლებას მხარში დავუდგებით3
მაია ფანჯიკიძე: ვერ გაბედავს სააკაშვილი ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგინოს4
24 წლის გაბრიელ ჯამრიშვილი თანასოფლელმა მოკლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X