შინაგან
საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა,
სოფელ ცაიშში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი პიროვნება დააკავა. დაკავებულები არიან მალიშავა ბაკური და გუგუჩია გია.
შსს
ინფორმაციით,
დაკავებულთა
მხრიდან ადგილი ჰქონდა მოქალაქე როზა წყაბელიას მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებას. დაკავებულებმა მოსახლეობის შეკრების ადგილიდან წყაბელია ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე მალიშავა ბაკური და გუგუჩია გია დაკავებული იქნენ პოლიციის მიერ და სასამართლომ მათ შეუფარდა ადმინისტრაციული
პატიმრობა
15 დღის ვადით.
შსს-მ ასევე, მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურიდან
გაათავისუფლა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი გელა ნარუშვილი, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, არ გაითვალისწინა კანონით მასზედ დაკისრებული მოვალეობა და არ
აღკვეთა ზემო აღნიშნული ფაქტი.
Internet.ge