ჰოლმსმა „შავი რაინდის“ პრემიერაზე მოწყობილი ტერაქტის გეგმა პრემიერამდე ფსიქიატრს გაუგზავნა
როგორც ირკვევა
სისხლისღვრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, საფოსტო განყოფილებაში ჰოლმსის
ამანათისთვის რომ მიექციათ ყურადღება, რომელიც კოლორადოს უნივერსიტეტის
ფსიქიატრისთვის იყო განკუთვნილი.
როგორც გაირკვა, ტერორისტმა, რომელმაც „შავი რაინდის“ პრემიერაზე სასაკლაო მოაწყო,
ამანათში მოთავსებულ რვეულში დაწვრილებით აღუწერა პროფესორს, თუ როგორ აპირებდა
ადამიანების დახოცვას.
წერილი საფოსტო განყოფილებაში ტერაქტამდე ერთი კვირა იდო. მას 23 ივლისს მიაქციეს
ყურადღება, რაც გადაწყვიტეს, უნივერსიტეტის ფოსტა შეემოწმებინათ, რადგან მკვლელი
მანამდე სწორედ ამ უნივერსიტეტში სწავლობდა და ნევროლოგიას ეუფლებოდა. რატომ არ მიიტანეს წერილი ადრესატამდე დროულად, უცნობია.
Internet.ge