იტალიელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 38 წლის რევაზ მინდიაშვილს და 35 წლის საშა კომაროვს ძარცვაში ედებათ ბრალი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილების დაკავებაში პარმისა და ბოლონიის პოლიცია ერთობლივად მონაწილეობდა. კომაროვი პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა, ხოლო მინდიაშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული. ის პოლიციამ ავტომობილით ხანგრძლივი დევნის შემდეგ აიყვანა, რომლის დროსაც ეჭვმიტანილი 2 ავტომობილს დაეჯახა. პოლიციამ მისი მანქანიდან ბინების ძარცვისთვის საჭირო ხელსაწყოები და ნაძარცვი ნივთები ამოიღო.
ორივე ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
Internet.ge