კონტრაბანდის ფაქტზე
თურქეთის საზღვართან საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. საქართველოს სასაზღვრო
პოლიციის ცნობით, ისინი თურქეთიდან ავტობუსით სამედიცინო კონტრაბანდის შემოტანას
ცდილობდნენ.
დაკავებულები არიან
გოჩა მჟავანაძე, ნოე გოგაძე, გივი გოგაძე, დავით ლილუაშვილი და ბესიკ გოგილაშვილი.
„აპსნიპრესის“ ინფორმაციით, მათ ავტობუსში სამალავი მოაწყვეს, სადაც 40 ათასი
ლარის ღირებულების მედიკამენტები მოათავსეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით
სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიებას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის
საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.
Internet.ge