კრასნოდარის შსს-ს
მთავარი განყოფილების პრესსამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის სამძებროს
თანამშრომლებმა დააკავეს ორი აფხაზი, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე ავტომანქანებს
ძარცვავდნენ.
ბოროტმოქმედები რთული
სქემით მოქმედებდნენ. ერთი, მეორეს 100 მეტრის მანძილზე მიჰყვებოდა და გაჩერებული
მანქანების მინებს ამტვრევდა, მეორე კი მანქანიდან ყველაფერს იპარავდა.
აფხაზები ე.წ. ფაქტებით,
მორიგი დანაშაულის ჩადენისთანავე დააკავეს. როგორც გაირკვა, 27 წლის ახალგზარდები კრასნოდარში 2 თვის წინ ჩავიდნენ.
ოფიციალურად ისინი არსად მუშაობენ.
Internet.ge