ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს
ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის საზღვაო რაიონი), შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი
"ISIK–3" დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322–ე
(პრიმა
ერთი) მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით.
ამასთან, უწყებისვე ცნობით, ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს
GURAY AKBAL–ს ფოთის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით
აღმკვეთი ღონისძიების სახით
შეეფარდა ჯარიმა 3 000
(სამი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც დაკავებულმა გადაიხადა.
Internet.ge