დაცვის პოლიციის თანამშრომლების დაკავების მიზეზი გოგონას გამო დაწყებული ინციდენტი გახდა
დაცვის პოლიციის ცხრა თანამშრომლის დაკავების მიზეზი, გოგონას გამო
თანასოფლელების შელაპარაკება გახდა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი"-ს მცხეთის გამგებელმა თემურ აბაშიძემ განუცხადა,
ზუსტი მიზეზები დგინდება, თუმცა სოფელ მისაქციელში ჩხუბი, გოგოს გამო მოხდა.
მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტი, მისაქციელში, 10 დღის წინ მოხდა და
დაცვის პოლიციის თანამშრომლები შელაპარაკებისას სამსახურეობრივ მოვალეობას არ
ასრულებდნენ, მათ თანასოფლელებთან შელაპარაკება, როგორც რიგით მოქალაქეებს ისე
მოუვიდათ.
შეგახსენებთ, შსს ინფორმაციით, დაცვის პოლიციის ცხრა თანამშრომელი
ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულები არიან: გიორგი ვაჟიკაშვილი, რევაზ ვაჟიკაშვილი, კოტე ხუბაშვილი, ნონე ხუბაშვილი, გიორგი თათარაშვილი, გიორგი ბერბერაშვილი, გიორგი ბოდაველი, რევაზ მურღული და სანდრო ქაშიაშვილი.
საქმეზე
მიმდინარეობს
გამოძიება
ხულიგნობაში
მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით.
internet.ge