თეირანის
სასამართლომ ოთხი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა საქმეზე, რომელიც 2,6 მილიარდი
დოლარის დატაცებას შეეხებოდა.
სააგენტო
„ფრანს პრესის“ ცნობით, საქმეში სულ 39 ბრალდებული იყო. აღნიშნული ოთხის გარდა,
კიდევ ორს სამუდამო პატიმრობა, დანარჩენებს კი სხვადასხვა ვადით პატიმრობა
მიესაჯათ.
სასამართლო
პროცესი დახურული იყო ამიტომ ხელისუფლება არ ახმაურებს ბრალდებულთა ვინაობას.
გამოქვეყნებული
მასალებიდან ჩანს, რომ საქმე ეხება დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელმაც ირანის ბანკებში
კრედიტები მოაგროვა, ვითომდა, საპრივატიზაციო ობიექტების შესაძენად, რის შემდეგაც
28 ტრილიონი ირანული რეალი უკვალოდ გაქრა.
ადრე ზოგიერთი ადგილობრივი გაზეთი წერდა, რომ აფიორაში პრეზიდენტ მაჰმუდ
ამჰადინეჯადის ახლო გარემოცვა იყო გარეული.
აღნიშნულ
დანაშაულს ირანში ყველაზე მასშტაბურ თაღლითობას უწოდებენ.
internet.ge