crimerussia.ru: ე.წ. კანონიერმა ქურდმა გიზო სერგიამ მეუღლეს ყელი გამოჭრა და მკერდი მოაჭრა
ყოფილმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა გიზო სერგიამ სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა. მან მოკლა მეუღლე, რომელიც ფაქტობრივად, აკუწა: გამოჭრა ყელი და მოაჭრა მკერდი - იუწყება რუსული მედია.
რუსული წყაროების ცნობითვე, სერგიამ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. ერთ-ერთი ვერსიით, მან ყოფილ ცოლს, ნატო შონიას, საყვარელთან ერთად ლოგინში წაასწრო, მეორე ვერსიით კი, უბრალოდ, ჭორებს აყვა, რომ მეუღლე ღალატობდა.
crimerussia.ru-ს ცნობით, დანაშაულის ჩადენის დროს ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ასევე გამოცემა წერს, რომ მოკლული ნატო შონია თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს. თავად დაკავებულმა კი წინასწარი დაკავების იზოლატორში თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა ზედამხედველებმა ეს მცდელობა აღკვეთეს.
crimerussia.ru-ს ინფორმაციით, გისო სერგია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ის ე.წ. კანონიერ ქურდად კაკო კოხიამ, ხუტუ ყალიცავამ, ჩუკიამ, ტუტუ გერგედავამ და ანთიმოზმა 80-იან წლებში „მონათლეს“. სერგია მანამდე სამჯერ იყო ნასამართლევი.
რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად „ინტერნეტ.ჯი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ სალომე
მახარაძეს დაუკავშირდა.
როგორც მან აღნიშნა, სერგიას კავშირი კრიმინალებთან არ დასტურდება.
შეგახსენებთ, რომ მეუღლის მკვლელობის შემდეგ სერგია ქართველმა
სამართალდამცავებმა მისივე შეტყობინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციას ეჭვმიტანილმა
დანაშაულის შესახებ თავად აცნობა.
internet.ge