რუსეთის საგამოძიებო
კომიტეტმა დააკავა 10 წლის პიატიგორსკელი გოგონას ანა პროკოპენკოს მვლელობაში ეჭვმიტანილი.
ის 30 წლის ვლადიმერ ამბარცუმოვია, რომელმაც ბავშვი ჯერ გააუპატიურა და მერე
მოკლა.
სამართალდამცველები
დამნაშავეს კარგა ხანს ეძებდნენ და მის კვალზე მხოლოდ მას შემდეგ გავიდნენ, რაც
პიატიგორსკში ადრე ნასამართლევი ყველა პიროვნება სათითაოდ გადაამოწმეს.
ამბარცუმოვი ანალოგიური
დანაშაულისათვის ადრეც იყო ნასამართლევი. მან საპატიმრო ერთი თვის წინ დატოვა.
იმისათვის, რომ შეცდომა
გამორიცხონ, სპეციალისტებმა გოგონას სხეულზე არსებული ბიოლოგიური მასალის
ექსპერტიზა ჩაატარეს, რომელიც სრულიად დაემთხვა ამბარცუმოვის გენეტიკურ კოდს -
წერს „ლაიფ-ნიუსი“.
10 წლის ანა პროკოპენკოს
ცხედარი 25 ივლისს მთა მაშუკის მიდამოებში გოგონას გაუჩინარებიდან ორი დღეში
აღმოიაჩინეს. ის გაუპატიურებული იყო. მანიაკს ერთი დღე-ღამე ცხედარი დახურულ
სივრცეში ჰქონდა მოთავსებული, რის შემდეგაც ის მშენებლობაზე გადაიტანა.
დამნაშავის ძებნაში
პოლიციის გაძლიერებული ძალები იყო ჩართული.
დღეს, გავრცელდა ვიდეო, რომელიც 10 წლის გოგონას სიცოცხლის ბოლო წუთებს ასახავს.
internet.ge